“კომპლექსიანი მანიაკების ოჯახი მართავს ქვეყანას”

“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე ტვ პირველის სიუჯეტს ეხმაურება, სადაც ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერზეა საუბარი და წერს: “დღეს ძალაუფლებას ამოფარებული კომპლექსიანი მანიაკების ოჯახი მართავს ქვეყანას, სადაც ყოველი ადამიანის სიცოცხლე დაუცველია, სადაც მანიაკების პირად ჯალათად არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის პრემიერი და ძალოვანი მინისტრები გვევლინებიან, აი ისინი ნიკა მელიას დაკავების დროს რომ გაჰკიოდნენ კანონის წინაშე ყველა თანასწორიაო. თუ დღესვე არ დავასრულებთ ამ დამნაშავეთა ხროვის მმართველობას ჩვენ დიდი ხნის მანძილზე მოგვიწევს სიტყვა დემოკრატიის დსვიწყება და მრავალი წელი მოგვიწევს დიქტატურულ სახელმწიფოში ცხოვრება სადაც თუ ვინმე გაბედავს და დიქტატორის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს ისე სამაგალითოდ დასჯიან როგირც დღეს ბერას ხუშტურების გამო სჯიან არასრულწლოვნებს.”-წერს მჟავანაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share