გამარჯობა! გახლავართ სოფიო ღლონტი. დავიბადე 1983 წლის 4 თებერვალს. ჩემი ლოტბარი ბაბუის ნოე ბარბაქაძის დაბადების დღეზე, რაც განსაკუთრებულს ხდის ჩემთვის 4 თებერვალს. ვარ გურული მთელი თავისი შუშპარობით.(ტიტუუუ…ხომ წარმოგიდგენიათ)?….მოვჩქეფ, მოვჩქეფ და მეტიც…გადმოვლახე ჯებირები, მოვრაკრაკებ და მოვედინები… ვამართლებ ზოდიაქოსაც — ვარ მეწყული , რომლის სიმბოლოა კაცი, რომელიც დოქიდან ღვრის წყალს. ამავე დროს მეწყული გახლავთ ჰაერის ნიშანი და აქაც ვამართლებ … რამდენადაც ღია, გახსნილი და ხალასი ვარ. – ამავე დროს მეოცნებე , ფარფატა “პეპელა”, იმდენად არაამქვეყნიური, რომ შემშინებია კიდეც არაერთხელ… რადგან ვიცი, რომ ცხოვრება გაცილებით პრაგმატული , ხისტი და დაუნდობელია და ხშირად ვერ გპატიობს ამ სიფარფატეს. ვარ ადამიანი , რომლისთვისაც ასეთი ხასიათი ალბათ ეს პროფესიული ჩვევაცაა, მე ხომ პროფესიით მსახიობი ვარ – ვირგებ წიგნების , რომანების გმირებს, პერსონაჟებს და გარკვეული პერიოდი მათი ჰაერით ვსუნთქავ… პოეზია ჩემი ბუდეა, მყუდრო, ჩიტებისგან მოქსოვილი ბუდე, რომელიც სუსხიანი ამინდებისგან შეციებულს შემიფარებს ხოლმე და გამათბობს… მიყვარს სიყვარული , ვეტრფი იდეალებს და დავტირი წუთისოფლის ამაოებას. ესაა ჩემი პოეზიაც, ძიება და აღმოჩენა… – იმედი მაქვს, ამ ფრენა-ფრენით დავლაშქრავ პარნასსაც, რომელიც ასეთი მშვენიერია და მისტიური…
ლექსები:
მსგავსი სტატიები
- 97
- 97
უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ. “იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა…
- 96
ერთხელ საფრანგეთში ყოფნისას ისე მომხდარა, რომ ექვთიმეს მთელი დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ჩაისა და ერთი ნატეხი შაქრის მეტი არაფერი ჰქონია. მშიერი დაწოლილა და უნახავს სიზმარი, ვითომ მისმა დამ, ლისამ, მთელი გობი ნიგვზიანი ფხალი და ჭადი მოუტანა. დილით რომ გავიღვიძე აღარ მშიოდაო- ამბობდა ექვთიმე. დღეს მივიღე წერილი და ორი გირვანქა შენს…
- 96
ძალიან საინტერესო ისტორია. ეროსი მანჯგალაძე ძალიან გულჩვილი, კეთილი ადამიანი იყო და რომ იტყვიან, მოყვასისთვის სულსაც არ დაიშურებდა. ეროსის ფეხით სიარული უყვარდა და სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში. ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები…