კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 445 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თბილისი – 445
იმერეთი – 295
აჭარა – 369
გურია –15
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 66
ქვემო ქართლში – 76
შიდა ქართლში – 23
მცხეთა-მთიანეთში- 23
კახეთში – 20
რაჭა- 1
სამცხე-ჯავახეთში – 18
ნონა კვაჭანტირაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი – სულ ოზურგეთის რაიონში დღეის მდგომარეობით არის 412 შემთხვევა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ოზურგეთის რაიონში დადასტურდა 13, ლანჩხუთის რაიონში 21, ჩოხატაურის რაიონში 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩვენ, როგორც ქვეყანაში არსებული პროტოკოლით ისე ვმოქმედებთ, რომ არის შეტყობინება, ირეკება 112-ში, ამის შემდეგ ხდება განსაზღვრა პაციენტის სიმძიმის მიხედვით, პაციენტი ან გადასაყვანია კლინიკაში ან განაგრძობს ბინაზე მკურნალობას. მკურნალობის საკითხები უმჯობესია პროფესიონალებთან გავიაროთ. ჩვენ უფრო მოგახსენებთ ეპიდსიტუაციას. ჩვენს რაიონში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგანგებოს ხელმძღვანელს. ჩვენ როგორც გვაქვს ამ დროისთვის ინფორმაცია, ტესტირება ჩატარადა. ისინი გადასული არიან სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე 48 საათიან ტესტირებაზე და ამ მომენტში დადასტურებული შემთხვევა არ გაზრდილა. ამ ეტაპზე, მხოლოდ გუბერნატორს დაუდასტურდა. ვისაც საჭირო იყო, ვისაც განისაზღვრა, ყველას ჩაუტარდა, ლანჩხუთის შემთხვევაში ლანჩხუთის საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა გააკეთა მოკვლევა. ვინც ჩაითვალა ახლო კონტაქტად იმათ ჩაუტარდათ. ტესტების აღება პანაცია აღარ არის. ადამიანები გადაგვყავს მაშინვე თვით იზოლაციაში. რეკომენდაცია დეზინფექციას არ წარმოადგენს, რომ ეს ჩაატაროს მანდამაინც სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. თუ ოჯახური შეკრებაა, ან რესტორანში ხდება ეს, ჰყავთ მათ თავისი სადეზინფექციო სამსახურები და შესაბამისად ისინი ატარებენ დეზინფექციას. ასკანაშიც სადაც გუბერნატორი ვახშმობდა და ყველგან, მიცემულია რეკომენდაცია, რომ შეიძლება იმყოფებოდეს კოვიდინფიცირებული, რომ ჩატარდეს დეზინფექცია. გამგეობაშიც და გუბერნიაშიც ჩატარდა დეზინფექცია და სადაც საჭიროა ეს, რუტინულად მიმდინარეობს ყოველდღიურად. მათ ევალებათ ყოველდღიურად ადგილობრივად ჩაატარონ ეს სამუშაოები.