ირინა სარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტს,სოციალური ქსელით ეხმაურება:
”მედიაციაში გადასული ფასილიტატორებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის სკამზე დარჩენა უნდა იყოს ახალი გარემოება, რომლის დროსაც მასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომა იურიდიულად, პოლიტიკურად და მორალურად შეუძლებელია!
ცოცხების დადგმული კადრებით მოთრეულები ლაპარაკობენ აუდიოჩანაწერების უკანონობაზე და ავადმყოფი მანიაკების კაცობასა და ვაჟკაცობაზე!
ყოველი დღე ამ ხელისუფლების ხელში არის თითოეული ადამიანისთვის სულში ჩაფურთხება, ღირსების აყრა და საშიში სიცოცხლისთვის!
შეცვლილი საარჩევნო კომისიით რიგგარეშე არჩევნები სასწრაფოდ! სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა!“- წერს სარიშვილი.