პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, 6 მარტს, “TV პირველის“ ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტების ჩართულობით.
მისივე შეფასებით, ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას.
“სულ რომ არაფერი ვთქვათ კრიმინალის, სუს-ისა და პოლიციის ჩართულობით გაყალბებულ არჩევნებზე და წინა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გააპროტესტა, მხოლოდ ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. პლებისციტის დრო ქვეყანაში აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“, – ნათქვამია კახა ოქრიშვილის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.
“ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟერის მიხედვით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.