საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცეკვა “ქართული” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა/ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.
“ცეკვა „ქართული“ წარმოადგენს ზოგადქართული კულტურისა და ხელოვნების მხატვრულ ნიმუშს, რომელიც ქართველთა მიერ აღქმული და აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.
ცეკვა „ქართული“, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, დღეისათვის ინარჩუნებს ისტორიულად განპირობებულ სოციალურ, კულტურულ და ესთეტიკურ ფუნქციებს.ამასთანავე,ცეკვა „ქართული“, როგორც სახელოვნებო სფეროს სასცენო სანახაობის მეტად პოპულარული და საყოველთაოდ გავრცელებული ნიმუში, მყარად ინარჩუნებს სტაბილურობას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.