ტვ პირველის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრები გამიზნული პროვოკაციაა. გადაცემაში იმედის კვირა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მისი და ბერა ივანიშვილის მსგავს სატელეფონო საუბრებს “იუმორის გარეშე ვერ მიიღებს“.
„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.