დღეს, 8 მარტს, 17 საათზე ერთდროულად, საქართველოს 12 ქალაქში, კამპანიის “ნინის გამო” ფარგლებში, აქცია გაიმართება. “1000 მშობლის მარშს” ოზურგეთიც უერთდება და ყველა მსურველს ჭადრების ბაღში იწვევს.
“ოზურგეთი უერთდება 1000 მშობლის მარშს!
#გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!
#გამო – თქვი, #გამო – დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი.
#მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
8 მარტს, 17:00 საათზე შემოგვიერთდი „1000 მშობლის მარშზე“.
მოდი ჭადრების ბაღში, რათა სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები:
შეცვალეთ!
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით!
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ!
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ!
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს!
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
#მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.
შემოგვიერთდით!”- წერია ფეისბუკ განცხადებაში.
შემოგვიერთდით!”- წერია ფეისბუკ განცხადებაში.