“მონას არასდროს ანიჭებდნენ სრულ სახელებს, ასეა ბერა და მისი ყმების ამბავიც”

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“ტელევიზია უნდა ასახავდეს რეალობას.

მონას არასდროს ანიჭებდნენ სრულ სახელებს. ასეა ბერა და მისი ყმების ამბავიც, რაც მოვისმინეთ, ყველას “კლიჩკები” აქვთ.

ხოდა, რეალობის ასახვის ვალდებულების გამო, ტელეკომპანია მთავარი ამიერიდან ტიტრებში გამოიყენებს ამ პერსონაჟების რეალურ სახელებს:
1. იკა ღარიბაშვილი
2. ანზორა ჩუბინიძე
3. ვახო გომელაური
სანამ ეს მონები ხელისუფლებაში არიან, ასე იქნება მუდამ”.-წერს გვარამია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share