ლანჩხუთის “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა ფარული ჩანაწერების საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “იმ შემთხვევაში, თუ წყაროს ვინაობას ვერ დაუდებენ უახლოეს დღეებში განრისხებულ ივანიშვილს, თქვენ მერე ნახეთ რეები მოხდება. აღარ დარჩება საჭირო ვადამდელის მოთხოვნა, რადგან ცოცხალს არ დატოვებს არცერთს მაგენს.ალბათ არაა რთული წარმოსადგენი ახლა მის თავში რაც ხდება, მისი ფსიქიკის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით?!”-წერს ასკურვა.