“ღარიბი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ ღარიბი აზროვნება გვაქვს. ჩვენთან მატერიალური ღირებულებები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სხვა ღირებულები” – ამის შესახებ სამეწარმეო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ რუბრიკაში #BMG DRIVE განაცხადა. ციკოლიას განმარტებითვე, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
“ხალხი დოვლათსაც და სიღარიბესაც აზროვნებით ქმნის. საბოლოო ჯამში, ნიჭიერი ერი ვართ და ვფიქრობ, რომ ამისი წინა პლანზე წამოწევა უნდა მოხდეს. ქვეყანა და საზოგადოება არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამაში ინსტიტუტები სერიოზულ მონაწილეობას იღებენ, ისინი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან. მაგალითად ეს ინსტიტუტებია: მედია, ეკლესია, განათლების სამინისტრო, რადგან ორიენტირებულები მატერიალურ მხარეზე არიან და მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ.” – აღნიშნა სამეწარმეო დიზაინერმა.