რეგიონული ლიგის დასავლეთ “ბ” ჯგუფის გათამაშების ფარგლებში ოზურგეთის “მერცხალი” წყალტუბოში, “სამგურალი 2”-ს ეწვია და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა. ოზურგეთელმა ფეხბურთელებმა წლევანდელ გათამაშებაში ყველა, რვავე მატჩი წააგეს და ბოლო ადგილზე ბურთების შეფარდებით 7-30 იმყოფებიან.
გუნდი, რომელიც ერთ დროს ლიდერთა სიაში იმყოფებოდა მისი ასპარეზობა ნებისმიერი ეგიდით უბრალო ფორმალობად იქცა.
“მერცხალი” შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში მუდმივი წარუმატებლობით და მარცხზე-მარცხით გამოირჩევა.