ივანიშვილის დავალება იქნება, რომ დაიცვან ბერა და უფრო გულისამრევ რაღაცებს ვნახავთ, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს გააზრებული რა რანგშია გადასული მოლაპარაკება, ის მაინც აქვთ გააზრებული, რისი გაკეთება მოუწევთ. ამიტომ, ურჩევნიათ, რომ ჩაიშალოს მოლაპარაკებები და ამ ჩაშლაში დაადანაშაულოს ოპოზიცია. ამიტომ მოვიქეცით ჩვენ ამ დღეებში ცივი გონებით.
მინდა გაგახსენოთ ბიძინა ივანიშვილის ერთი ინტერვიუ. მან ერთხელ უსაყვედურა საკუთარი გუნდის წევრებს, რატომ არ მიცავთო. მას ექნება მიცემული დავალება გუნდის თითოეული წევრისთვის, რომ დაიცავით ბერა. უარესებს ვნახავთ. ხომ გულისამრევია რაც ხდება, მაგრამ უარესებს ვნახავთ. რიგში ჩადგებიან და უფრო და უფრო მეტ აბსურდს იტყვიან”, – თქვა ხათუნა სამნიძემ.