გურჯაანში მშობლებს კონფლიქტის დროს 8 თვის ბავშვი შემოაკვდათ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა. ამჯერად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ადგილზე ტელეკომპანია “გურჯაანის” გადამღები ჯგუფი მუშაობს და მომხდარის დეტალებს არკვევს.
წყარო: gurjaanitv.com