“პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია”

“სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა.
ჟურნალისტებს ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ”-ამის შესახებ  პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა.
ჟურნალისტებს ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ.
დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც.
რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია თვითონ გააკეთოს.
ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია.
რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია”.-წერს ხუხაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share