ბერა-იკა-ანზორას კრიმინალური გარჩევების მოსმენის შემდეგ, წესით, აღარავის უნდა დარჩეს კითხვა, სად იხარშებოდა ჭორები “წინაბიძინასეულ” პერიოდში.
მარტო ასეთ ავადმყოფ ფანტაზიებში შეიძლებოდა დამკვიდრებულიყო ისტორიები ძუძუების მოჭმის, საშვილოსნოების ამოჭრის, ახალაიების აივანზე დაბმული მგლის, პატრიარქიპლენშიას, საფერფლით ჟვანიას მოკვლისა და სხვა ღლეობებზე.
ასეთი ფანტაზია ქვეყანაში, როგორც ვნახეთ, საკმარისად ბევრს აღმოაჩნდა. მათ სწორად დაუღეჭეს და საჭირო დროს საჭირო დოზებით აჭამეს.
ხოლო სად ითხზვებოდა ეს ამბები, იმედია, თავად მიხვდებით. მერე, უბრალოდ, რუსულიდან ქართულად თარგმნა და ორ გაზეთსა და ორ ტელევიზიაში ხუთიოდე “ექსპერტის”, ოთხიოდე “არტისტის”, სამიოდე “რეჟისორის” და ორი კეკალი ნაღდითბილისელის მიყვანა რჩებოდა.
შემდეგ კი – “გაიგე…?”, “წაიკითხე….?” “ნახე, რა ყოფილა…?”, “ნეტ ტი პრედსტავლიაეშ?”
და ბოლოს – 1.10.2012
წერს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი