✅სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ დღეს კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში.
✅გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაინფიცირების 5 ფაქტი გამოვლინდა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას ინფიცირებულთა რიცხვის შესამცირებლად.
✅რწმუნებულის გადაწყვეტილებით, გრძელდება ყველა იმ ბიზნესობიექტზე დასაქმებული პირების უფასო ტესტირება, სადაც მომუშავეთა რიცხვი 30 და მეტია.
✅დღეის მონაცემებით, გურიის რეგიონში 168 კოვიდდადებითი პაციენტია: ოზურგეთში – 63, ლანჩხუთში – 59, ჩოხატაურში – 46, აქედან, 58 – მკურნალობს კლინიკაში; თვითიზოლაციაში იმყოფება 523 ადამიანი, დაფიქსირებულია გარდაცვალების 60 შემთხვევა, ჯამში, რეგიონში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინფიცირების 3 %-იანი მაჩვენებელი გვაქვს.