ფოტიგა: საჭიროა დიალოგის ფასილიტაცია, რაც, სავარაუდოდ, ახალ არჩევნებამდე მიგვიყვანს

“დრო მოვიდა, გამოვთქვა ჩემი ყველაზე ღრმა აღშფოთება. 2019 წლის ივნისის შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი ამბავი შევიტყვეთ თბილისიდან, შესაძლოა, ერთი გამონაკლისით, რაც არის 8 მარტის შეთანხმება. […]

მე იმედი მაქვს პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. ჩვენ ყველამ უნდა ჩავდოთ მაქსიმალური ძალისხმევა ამ დიალოგის ფასილიტაციაში, რაც, სავარაუდოდ ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს.”- ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: