“თუ ეს იყო 2017 წელს ჩაწერილი, გავაანალიზოთ. ანუ, ‘ოცნება” უსმენს მის პრემიერ მინისტრს და მინისტრებს და მერე ამას აძლევს ოპოზიციურ არხებს”?-ასე ეხმაურება ბერა ივანიშვილი ტვ “იმედის” ეთერში მასზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
“ჩემი აზრით ამ ადამიანებმა არ იციან დედის სიყვარული, ოჯახის სიყვარული, როცა სხვის ოჯახებს და დედენს ასე ეხებიან. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი და მისი პატივისცემა სხვა სიმაღლეებზე დგას. პირველ რიგში, ყველა ჩემს გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ნერვებს გაუფრთხილდნენ, რადგან საქართველოში არსებობენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის შეეცდებიან ჩვენი მწყობრიდან გამოყვანას.ჩემი ძმაკაცი როგორ უნდა გავამტყუნო, თუ ვინმემ დაწერა ჩემს დედიკოზე რამე ცუდი და ამაზე გაბრაზდება, მეც ხომ ასე გავაკეთებ ნებისმიერ სიტუაციაში?”-აცხადებს ბერა ივანიშვილი.