ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ირაკლის ვეძახი “ანტონიის” – ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილის თქმით, TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არა “ტრი-ტრის” ამბობს, არამედ ირაკლი ღარიბაშვილს “ანტონიის” ეძახის.
“ეს ტრი-ტრი საერთოდ საიდან გაიგეს მე არ ვიცი. იქ 2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი [ღარიბაშვილი] ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით, ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით და ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი “ანტონიი”. ასე ვეძახდით ერთამენთს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს არ ვიცი”, — ამბობს ბერა ივანიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share