თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს დღესაც მოვთხოვ – ბერა

მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც”,ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში გადაცემის წამყვანის იმ შეკითხვის საპასუხოდ თქვა, არის თუ არა ავთენტური ეს ჩანაწერები.

“არ დავიწყებ ამაზე კამათს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ – თუ ვინმეს დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა”, – ამბობს ბერა. ამბობს იმასაც, რომ ტვ პირველის ეთერში გასული ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როცა ის 15-16 წლის იყო. “ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით წყევლა-კრულვა არ ყოფილა”.. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე 10-11 წლის ბავშვებზე თავდასხმა, ეს იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები.. ბავშვებს წერდნენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს.. რაზეც მშობლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. დაგვიკავშრდნენ ჩვენ და ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკისა და მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. ჩანაწერებში გარკვევით ისმის, როცა ბავშვებზეა საუბარი, ამას ესწრებიან მშობლები და მეზობლები და არის მხოლოდ სიტყვიერი დარიგება, – ამბობს ბერა. ის ხელს წინა ხელისუფლების მისამართით იშვერს და ამტკიცებს, რომ მოსმენები სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ხდებოდა. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ “ოცნება” მის პრემიერმინისტრს, ანზორ ჩუბინიძეს და მე გვისმენს და მერე ამ ჩანაწერს ოპოზიციურ არხებს აწვდის.. ოღონდ გვისმენს და თარიღი არ იცის თან… მეორე მხარეს ყველამ იცის, რომ როცა ის პარტია იყო, ხდებოდა ტოტალური მოსმენა მთელი საქართველოსი, არამარტო არასრულწლოვანი ბერასი, – ამბობს ბერა ივანიშვილი.

ამავე თემაზე: “სადამსჯელო ოპერაცია” FB-კომენტარებისთვის – ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის აუდიოჩანაწერები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share