საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ეჰ… ლიეტუვას დონეზე მაინც ვიყოთ… გერმანიაზე ან სკანდინავიაზე აღარც ვოცნებობ… არადა “შენ ხარ ვენახი” მე-10 საუკუნეში დავწერეთ და გურული პოლიფონია კიდევ უფრო ადრინდელი ხანიდან იყო დედამიწის მე-8 საოცრება… ყოველთვის ერთეულების ხარჯზე გავძვერით და პატარა იმედი ახლაც მაქვს, მაგრამ… წავედი ახალი კომპოზიციის მოსაფიქრებლად, სხვა მე რა შემიძლია…”- წერს რაჭველი.