“ბერა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ამომწურავად გასცა ყველა კითხვას პასუხი, მაგრამ მე შემზარა იმ ფაქტმა, რა ზეწოლის ქვეშ უწევდა ამ წლების განმავლობაში ამ ოჯახს მოღვაწეობა, რა მსხვერპლზე გავიდა იმის გამო, რომ ამ ქვეყნისთვის რაიმე შეღავათი მიეცა. იმდენად მძიმე მოსასმენი იყო ეს, რომ ვერც კი წარმოგიდგენია. როგორ შეიძლება, ადამიანი ისეთი ქართველთმოძულე იყოს, რომ უცხო ქვეყნებში სხვა ხელისუფლებასთან ასე დაამციროს თავისი მოქალაქე. ეს ძალიან მძიმე მოსასმენი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიქნები სახელისუფლებო გუნდში თუ არ ვიქნები, ამას არასოდეს არავისგან არ მივიღებ, რომ ასე მოექცე საკუთარი ქვეყნის შვილს, როგორც ამ ოჯახს ექცეოდა წინა ხელისუფლება.”- ასე ეხმაურება ფორმულასთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი იმედის ეთერში გასულ ინტერვიუს ბერა ივანიშვილთან.