“ცინგლიანო მაიმუნო ბერა! შე უღირსო ნაძირალა”

ტვ “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალური ქსელით, ბერა ივანისვილის, წუხანდელ ინტერვიუს ეხმიანება და წერს:

“ცინგლიანო მაიმუნო ბერა! რვა წელია მამაშენი ამ ქვეყანას ანგრევს, ანადგურებს და ისე ვაკრიტიკებ მე პირადად, ოჯახი არ მიხსენებია. თურმე სულ ტყუილად. ახლა მისმინე: ვინც მე შეურაცხყოფას მომაყენებს, პასუხს მოვთხოვო. ჩმორიკ, შენ კი არ თხოვ პასუხს, მამაშენის მონების ბრიგადებს ეღრიჭინები, კარგად დასაჯეთ რა, კარგად შეაშინეთო. მამაშენის ფულის და მისი მონების არმიის გარეშე ნული ხარ! კარგად დაიმახსოვრე ეს. ვინ არის ეს ხალხი, შეურაცხყოფას რომ გვაყენებს ფეისბუქზეო, სად გაიზარდნენო. მამაშენის ბინძური ფულით ფინანსდება წლებია ის ხალხი, წარმოუდგენელ, უბინძურეს ტალახს რომ გვესვრის იმ ხალხს, ვისაც მისი მონობა არ გვინდა. ჩვენ არ გვყავს დედები და ჩვენ არ ვართ დედები? პირადად მე უსაშინლეს, წარმოუდგენელ შეურაცხყოფებს მაყენებენ და ერთხელ არ მიფიქრია პასუხი მომეთხოვა, იმიტომ რომ საჯარო პირი ვარ და თმენის ვალდებულება მაქვს. მამაშენმა შექმნა ამ ქვეყანაში ის წუმპე, სადაც ვიხრჩობით ყველა, შე უღირსო ნაძირალა. გადაშენდი აქედან და ჩაძვერი სოროში შენს პათოლოგ ოჯახთან ერთად. შეურაცხყოფად თუ ჩათვალე ეს სტატუსი შეგიძლია შენი იკა გამომიგზავნო, ანზორაც მოაყოლე და ვახოც. შე პათოლოგო ჩმორო!” – წერს ჯანგირაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: