ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა

ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კოტე ანანიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია დატოვა.

გიორგი გახარაიამ ანანიაშვილი აჭარის პოლიციიდან 9 თებერვალს გადმოიყვანა და რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

მისი თქმით, განცხადება მან თავისი ნებით დაწერა.

დღეს, 10 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შემცვლელი უკვე დანიშნა – რეგიონულ პოლიტიკას ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს.

განხორციელდა სხვა ცვლილებებიც: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა ნინო გიორგობიანმა – ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share