“ქართული ოცნების” დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერი იმიტომ გაასჯაროვდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა გადაეფარათ და სიტუაცია დაეძაბათ.
“მემგონი ძალიან მარტივად გაიოგო ჩვენი საზოგადოების ალბათ დიდმა ნაწილმა, აქ საუბარია რაზე, რომ ჩემო ძვირფასებო, ყველას მოგმართავთ, ელემენტარულ რამეზე, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ვიზრდებით. აქ რაზეა საუბარი, რომ ადამიანმა, როგორ შეიძლება ეხლა, ოჯახში ვიზრდებით, დედა, რომელთანაც პირველი შეხება გვაქვს, ხო, იმის შეურაცხყოფისთვის რომ, ამაზე გვჭირდება ახსნა-განმარტება, რომ შეიძლება ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ და ეს რაღაცა სკანდალით იყოს გამოწვეული და ვინმეს სკანდალურად მიაჩნდეს”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით, 18 წელი იცხოვრა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში და ვერცერთ ადამიანს ვერ დაუსახელებენ, ვინც ასეთ შეურაცხყოფას “გაატარებს”.
9 მარტს “იმედის” ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.