“ბიძაჩემი ასეთ ხალხს “უტრა…ო ყარაჩოღლებს” ეძახდა”

პოლიტოლოგი გია ნოდია, სოციალურ ქსელში ბერას გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და წერს:

“ვეცადე, მენახა ბერას ინტერვიუ. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამას რომ ვუყურებდი – ვაღიარებ, რომ დავმარცხდი და ბოლომდე ვერ გავუძელი. ბერას პრიმიტივიზმი საცოდაობაში გადადის.

პირველ რიგში ასეთია მისი ყოყლოჩინობა: „ქართველი კაცი დედის გინებას ვის შეარჩენს“, – მაგრამ საქმის გასარჩევად თვითონ კი არ მიდის, მამამისის დაცვის უფროსს აგზავნის (ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთი წუთით დავიჯერებთ, თითქოს ეს 2011 წლის ჩანაწერებია – თუმცა ამის არგუმენტები სრულიად უმწეოა).

ბიძაჩემი ასეთ ხალხს „უტრაკო ყარაჩოღლებს“ ეძახდა (სრულწლოვან ბერაზე ვამბობ, დედამისს არ ვეხები).

მაგრამ რაც ამაზრზენია – ეს არის წამყვანები. ისინი არც კი ცდილობენ, ითამაშონ მაინც დამოუკიდებელი ჟურნალისტების როლი და ოდნავ რთული შეკითხვა დაუსვან ხაზეინის შვილს (რაც ამ შემთხვევაში ძალიან ადვილი იყო): სრულიად ღიად და შეუნიღბავად უძვრებიან. დიდი ხანია (ალბათ წლებია) „იმედისთვის“ არ შემიხედავს, კიდევ კარგი, თავს რომ ვინახავ. ეს უკვე ერთი-ერთში რუსული ოფიციალური არხების დონეა (ალბათ, ტექნიკურად უარესი). ბიძინას უნდა, რომ მთელი ქართული მედია ასეთი იყოს.”- წერს ნოდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share