“გურიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა

ლანჩხუთის „გურიას“ ყოფილი თავკაცი რომან პოკორა გარდაიცვალა ამის შესახებ „ლელო“ წერს. 74 წლის სპეციალისტი უკრაინაში გარდაიცვალა. ლვოვის „კარპატის“ ყოფილი ნახევარმცველი (1966-73) საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა და „გურიას“ გარდა მოლდოვური, უკრაინული და აზერბაიჯანული კლუბები გაუწვრთნია. ლანჩხუთურ კლუბში რომან პოკორა 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა, როცა მოულოდნელად შეცვალა დავით მახარაძე, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასულ „გურიას“ წარმატებით ხელმძღვანელობდა. ორ თვეში პოკორამ ლანჩხუთი სკანდალით დატოვა _ უკრაინაში ჩასულმა ადგილობრივ მედიას მისცა ინტერვიუ, სადაც ბრალდებები წაუყენა „გურიას“ ხელმძღვანელობას. თავის მხრივ, კლუბმაც ბრალდებებით უპასუხა გადაყენებულ მწვრთნელს.

გურია თუდეი / guria today

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share