“ვაჟკაცობაა პოლიციელების მიგზავნა “ჭკუის სასწავლებლად?”-მიმართვა ბერას

პარტია ‘გირჩის” ლანჩხუთის წარმომადგენელი ვახტანგ ზენაიშვილი გუშინ ტვ “იმედში” ბერა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ თუ მის დედას, ან ოჯახს ცუდად შეეხებიან, ის პასუხს მოსთხოვს ყველას და წერს: “თუ შემაგინებენ პასუხს მოვთხოვო ბერამ, ყველა ქართველი ვაჟკაცი ასე მოიქცევაო… მაგრამ როცა ძალაუფლებით ხარ აღჭურვილი, როცა დიდი უპირატესობა გაქვს ამ თვალსაზრისით, შენზე გაცილებით სუსტის დაჩაგვრა, დამცირება ვითომ ვაჟკაცობაა? ვაჟკაცობაა დაცვის კუნთმაგარი წევრების, ან პოლიციელების მიგზავნა “ჭკუის სასწავლებლად?” “სონღული მუმლთა შეპყრობად ფრთებსა არ გაშლის ზომითა”- ამბობდა ჩვენი წინაპარი. ჰო, არ ერგება ვაჟკაცობის ბერასეულ გაგებას”!-წერს ზენაიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share