ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ერეკლე თავბერიძე გახდა

ქალაქ გურჯაანში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკთა შორის გაიმართა.

აღნიშნულ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის ჭაბუკმა სპორტსმენებმა.

ჩემპიონატში პირველი ადგილი ერეკლე თავბერიძემ ( 38 კგ) დაიკავა. საქართველოს პირველობაზე, გურიის ნაკრებმა სულ 8-მედალი მოიპოვა. აქედან 1-ოქრო. 2-ვერცხლი. 5-ბრინჯაო. ადგილები კი ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი: ერეკლე თავბერიძე. მეორე ადგილი – ალექსი ფასიეშვილი ( 41 კგ) ოქროს მესამე (52 კგ ) – რამაზი ხმალაძე ოქროს მესამე ( 75კგ) – საბა სირაძე. ოქროს მესამე ( 41 კგ) ერგო რეზი გუჯაბიძეს. ჭაბუკთა პირველობაზე ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში მესამე ადგილი ( 52 კგ) კოტე ცეცხლაძემ აიღო. ასევე ბრინჯაო მოიპოვა ( 48კგ) ლუკა ფიფიამ. ოქროს მესამე 41 კილოში რეზი გუჯაბიძე.

ასპარეზობისათვის სპორტსმენები მწვრთნელებმა : ძმებმა ზურაბიანებმა, გურამ მაჭარაშვილმა, კობა ბალავინოვმა, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ და ლაშა დოლიძემ მოამზადეს. პირველობაზე გურიამ და ოზურგეთმა გუნდური მეორე ადგილი აიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share