გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 121 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 326 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 8.3 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 95.7 მილიონი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც მოსახლეობის 28.8%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც 52 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 3.7 ვაქცინირებულს უდრის.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში მოსახლეობის 44%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის შემდეგ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობს, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 59%-ს ჩაუტარდა. ისრაელისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაერთიანებული სამეფო, აშშ, ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.