ქართული ოცნების წევრის შალვა პაპუაშვილის შემდეგ აქტივისტურ ფეისბუქჯგუფ თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებას ამჯერად ნინო წილოსანი აკრიტიკებს და ჯგუფის წევრებს ჰეითერებს, ბულერებსა და ყველაფერზე წამსვლელებს უწოდებს.
“აი, ასეთ ღირსეულ სახელქვეშ ამოფარებულ ჯგუფებში ბუდობენ საშიში ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები, ჰეითერები, ბულერები. მიზანი ნათელი აქვთ, უნდა შეგავიწროვონ, შეურაცგყონ, დაგამცირონ, რომ მერე მათი მოსაზრების გარდა არავის აზრი არ ისმოდეს… სტანდარტული მოძალადის ფსიქიკა, რაც უკვე გვინახავს და გამოგვიცდია… გაგრძელებაა იმ სამარცხვინო წარსულის, რაც 2012 წელს ერმა ისტორიას ჩავაბარეთ”, – წერს წილოსანი.
პაპუაშვილმა ჯგუფზე გუშინ, 10 მარტს დაწერა და მას “პრონწკი” უწოდა. მოგვიანებით ჯგუფმა სახელი შეიცვალა და თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოება დაირქვა.