საქართველო და ევროკავშირი შესანიშნავი წყვილია, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
„საქართველო და ევროკავშირი შესანიშნავი წყვილია. ამიტომაც დავნიშნეთ კრისტიან დანიელსონი კრიზისის მედიატორად. ევროპარლამენტი და მე მზად ვართ, დამატებითი კილომეტრები გავიაროთ. ახლა, ამ საჩუქრით სიარული გაცილებით სასიამოვნოა“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე.