“ან საბოლოოდ იმარჯვებს ოლიგარქი, ან”….

დიდი ალბათობით ივანიშვილმა არ იცის წყარო.ოლიგარქისთვის, რომლისთვისაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ხელმიუწვდომელი არ დარჩენილა არაფერი რაც მოინდომა, ხომ წარმოგიდგენიათ ახლა მისი განრისხების ხარისხი სადამდეა მისული, მითუმეტეს როცა მთავარი ფიგურანტი მისი შვილია?! ამიტომაც ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ, მათშორის ტელევიზიაში ძალით შეჭრასაც კი. ვიღაცა ამბობს, რომ ვერ გარისკავს, რადგან ეს იქნება საბედისწერო.ივანიშვილი დიდი ხანია ზღვარზე დადის და მას სხვა არაფერი დარჩენია – საბოლოოდ გადატეხოს როგორც ოპოზიცია, ასევე თავისუფალი მედია. ოპოციასთან მიმართებით ეს მან ნაწილობრივ მოახერხა.დაჭერილი ყავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. დარჩა მედია! რაც შეეხება თავისუფალი სამყაროს მიმართ ანგარიშის გაწევას? რატომ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ივანიშვილის პირდაპირი სურვილია დასავლეთს ბოლო ბოლო ყელში ამოუვიდეს და ზურგი საბოლოოდ შეგვაქციოს(იხილეთ ნარიშკინის განაცხადაბა)?! ამიტომაც ბრძოლა არის გადამწყვეტ ფაზაში შესული. ან საბოლოოდ იმარჯვებს ოლიგარქი და ვხდებით პუტინის უკანა ეზო, ან/და იმარჯვებს თავისუფალების მოყვარული ქართველი ხალხი და საქართველო!-ასე ეხმაურება ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა ტვ ‘პირველის” წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ შეტევას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share