ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და როჯერ ფედერერი შეხვდნენ.

უმძიმეს ბრძოლაში ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული შვეიცარიელი 3:6 6:1 7:5 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა!!

პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი ძალზედ მოტივირებული იყო, თუმცა როჯერ ფედერერმა ნიკოლოზის დაბრეიკება მოახერხა და 3:1 დაწინაურდა. შვეიცარიელის მომდევნო ჩაწოდებაზე ბასილაშვილს 2 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა როჯერმა გამოცდილების და ჩაწოდების ხარჯზე ორივე მოიგერია და საბოლოოდ ანგარიში 4:1 დააფიქსირა. სეტი როჯერის სასარგებლოდ 6:3 დასრულდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share