ევროპარლამენტ ანა ფოტიგას სადისკუსიო პანელზე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა, “ჰერითიჯის ფონდის” მკვლევარი ლუკ კოფი და ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი. მეთიუ ბრაიზას თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა კატასტროფა იყო.
ბრაიზა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონის ვიზიტსას შეეხო და განაცხადა, რომ შვედი დიპლომატის უნარ-ჩვევები მოლაპარაკებების დროს გამოსადეგი იქნება.
“საქართველოში პოლარიზაციის შესამცირებლად და არსებული კრიზისის განსამუხტად ბევრის გაკეთება შეგვიძლია. კრისტიან დანიელსონის დანიშვნა როგორც მედიატორის, ვფიქრობ, ფანტასტიკურია. ვფიქრობ, შვედი დიპლომატის უნარ-ჩვევები გამოსადეგი იქნება. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ანაკლიის პორტის თემას. ამ პროექტის ჩავარდნა კატასტროფა იყო. ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიტანა განაჩენი, რომ პროექტი, შესაძლოა, გაგრძელდეს. ეს იმედს მაძლევს, რომ დანიელსონი რამეს მიაღწევს”, – განაცხადა ბრაიზამ.