გურიის სამაშველო სამსახურმა ამ დრომდე კურორტ გომისმთასთან ქარბუქის გამო მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა ვერ მოახერხეს.
როგორც გვეუბნებიან სამაშველო მანქანას საბურავი გაუსკდა.
ამ წუთებში მაშველები ე.წ. “ღრუიან წიფელასთან” ანუ შემთხვევის ადგილიდან “ვახტანგას საცივი” 4 კილომეტრში იმყოფებიან.
ამ დილით კურორტ გომისმთასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთ ადამიანი გაიყინა, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ყველა ესენი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან არიან.
როგორც ადგილობრივი გამგებელი თემურ ჩავლეშვილი გვეუბნება ოთხი ახალგაზრდა გომისმთაზე სანადიროდ გუშინ წავიდა თუმცა ქარბუქში და ძლიერ თოვაში მოხვდნენ და გზა ვერ განაგრძეს.