პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა: “დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად. რატომ მისმენდნენ მე როგორც პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს? არც ქართული ოცნება არსებობდა მაშინ, არც ბატონი ბიძინა არ იყო პოლიტიკაში. ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი, ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რა ვითარებაში მოხდა გასაუბრება ბატონი ანზორ ჩუბინიძის”-განაცხადა ღარიბაშვილმა.