“ბავშვები რა დღეში არიან კაცმა არ იცის”- გომისმთაზე მაშველები ამ დრომდე ვერ მივიდნენ

“ბავშვები რა დღეში არიან კაცმა არ იცის”- გომისმთაზე უბედური შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე ვერ მივიდნენ
გომისმთაზე ამ დრომდე ვერ ხერხდება უბედური შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სმაშველო სამსახური და მძიმე ტექნიკა ჯერ კიდდევ შემთხვევის ადგილას ვერ მივიდა, დაახლოებით 4 კილომეტრია დარჩენილი.
თოვს, არის ქარი და ძნელი ხილვადობა.ოთხივე ბიჭი სოფელ ბოხვაურის მკვიდრია.
“გურიის მოამბე” დაზარალებულების ახლობელებს და მეზობლებს ესაუბრა, თუმცა იმის გამო რომ ჯერ ბიჭებამდე სამაშველო ვერ მივიდა და დაზუსტებით არავინ იცის მათი მდგომარეობა,ყველას უჭირს კომენტარის გაკეთება.
“დაგვექცა თავზე ცა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ჩვენი ბავშვები რა დღეში არიან კაცმა არ იცის.მთელი სოფლის ბიჭები და კაცები გომისმთისკენ წავიდნენ. არაფრერი ჯერ არ ვიცით, ვინ ცუდათაა, ვინ გადარჩა.”- გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, დღეს სამაშველო სამსახურში ზარი შევიდა, სადაც ახალგაზრდა გომის მთაზე შველას ითხოვდა. მისივე ინფორმაციით, ერთი ბიჭი გაიყინა, ხოლო ორის მდგომარეობა მძიმეა.მაშველები კი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share