საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ჩანაწერები ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს არ არის გაკეთებული.
“კომენტარი ზედმეტია ამ გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა – როცა ოლიგარქი, გაზპრომის აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა? თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი ცხადია”, -თქვა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნავს, რომ მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მინისტრებთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოჯახის წევრებთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა და შეურაცხყოფა მიაყენეს:
“რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მინისტრებთან მათ არევას არავის ვურჩევ, რადგან მათ და ჩემს ნათესავებს თვითონ ჰქონდა აკრძალული მინისტრებთან ურთიერთობა. მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი – არც გაბედოთ! სხვათაშორის, გინების კორიანტელი იყო, როცა ჩემმა შვილმა გინესის რეკორდი დაამყარა, მაგრამ გაგიგიათ ოდესმე, რომ ჩემი დაცვის წევრი ვინმესთან მისულიყო? რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა”, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.