გომის მთაზე მეხანძრე – მაშველებმა სამი ადამიანი იპოვნეს

10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვნეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს მათი გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება. მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. 10 კაციანი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.
 
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 91
    სამაშველო სამსახური განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება მეხანძრე-მაშველთა ათ კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ…
    Tags: სამაშველო, გამო, მართვის, გომის, ხოლო, ცენტრ, ადგილზე, ვერ, პირობების, მეტეოროლოგიური
  • 91
    იმოგზაურეთ ზღაპარში-ფოტოამბავი ბახმაროდანგჯერათ ზღაპრების? მაშინ გამოგვყევით ბახმაროში და ისიამოვნეთ საოცარი ფოტოებით: ფოტოები: Shermazana
    Tags: მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 90
    ლანჩხუთში მომხდარ ავარიას მამაკაცი ემსხვერპლალანჩხუთში, აცანა-მამათის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დედა და სამი შვილი მოტეხილობებით ლანჩხუთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
    Tags: სამი, ერთი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი
  • 90
    მამათი ამ წუთებში(ვიდეო)ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ქვემო მამათის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო. ადგილზე ამ დრომდე გურიის რეგიონის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის შემდგომი სამუშაოები.
    Tags: მიმდინარეობს, სამაშველო, ადგილზე, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, რეგიონი