როგორია გომის მთაზე გადარჩენილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცოტა ხნის წინ, ოზურგეთის “მედალფას” კლინიაში, გომისმთაზე გადარჩენილი ახალგაზრდები მიიყვანეს.

როგორც “გურიის მოამბისთის” ხდება ცნობილი, სამივე მათგანი კონტაქტურია და მხნედ გამოიყურებიან.

“როგორც კი გაჩერდა სასწრაფოს მანქანა, ბიჭებმა ხელი დაგვიქნიეს, გვითხრეს, რომ უკეთ არიან და არ ინერვიულოთო”- გვიყვება ერთ-ერთი დაზარალებულის ბიძაშვილი.

” ჩემი ძმა ვნახე, ღმერთის წყალობით გადარჩა, მითხრა არ ინერვიულოო, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ვერც ვიფიქრებდი, მშვენივრად ვარო მითხრა”- თქვა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი დაზარალებულის დამ.

ასეე ჩვენ გავარკვიეთ რომ სამძებრო- სამაშველო სამუშაოების დროს, ერთ-ერთი  მაშველიც დაშავდა, როგორც მისმა ახლობელმა გვითხრა, სავარაუდოდ სიცივის გამო, სუნთქვის უკარისობა დაეწყო, ამ წუთებში ისიც კლინიკაში იმყოფება და სამედიცინო დახმარებას  უწევენ.

რაც შეეხება გარდაცვლილ ახალგაზრდას, მას ცოტა ხანში ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის  შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. სამი კი მაშველებმა ცოცხლები იპოვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share