“უამრავი არგუმენტი მოყავთ თუ რატომ არ გამოხატავს ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას.გარდა იმისა, რომ 31 ოქტომბერის არჩევნები იყო გაყალბებული სხვადასხვა ტიპის მანიპულირებით, იმ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი იბრძვის გადარჩენისთვის, მოსახლეობის მესამედი ოფიციალურად ითხოვს სოციალურ შემწეობას სახელმწიფოდან, ხოლო ოფიციალური მონაცემებით ბავშთა შიმშილობის სტატისტიკა საგანგაშო ზღვარზეა და ამ დროს, 90 პარლამენტის წევრიდან ნახევარი ოფიციალური მილონერია, დანარჩენი არაოფიციალური, როგორ შეიძლება გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას?!”-წერს ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა.