ირაკლი ღარიბაშვილს სულ ერთხელ შევხვდი, ისიც დერეფანში-გიული ალასანია

“2004 თუ 05 წელი იყო, როცა ერთხელ შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს და ერთხელ მისაუბრია ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო ფონდი “ქართუ”. ეს მესიამოვნა ეს თემა რომ წამოტივტივდა. კარგი დრო გამახსენდა, რასაც ამ პროექტის ფარგლებში “ჩვენებურები” ვაკეთებდით. ეს მოიცავდა შეხვედრებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან. ეს არ იყო მხოლოდ კონცერტები. ეს იყო კონფერენციები. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები.

დაფინანსება ამ ფონდისგან გვქონდა სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს. ერთჯერადად რაღაც თანხას იღებდა ეს ბანკიც. მათგანაც მოდიოდა ხოლმე წინადადებები, რომ წარმატებული პროექტი გაქვთ და სურვილს გამოთქვამდნენ, რომ მათაც წვლილი შეეტანათ ამაში.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი რაც იყო, ეს ეხება სამდღიან კონფერენციას, მაშინ მათი წვლილი იყო ამაში 18 ათასი დოლარი.

2013 წლიდან მთლიანად შეწყდა მათი მხრიდან ჩვენს პროექტებში ფინანსური მონაწილეობა”-განაცხადა გიული ალასანიამ ტვ “პირველთან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share