“ივანიშვილმა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ასე ახასიათებთ ყოველთვის იმ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ისინი უნდა დაჩაგრონ. ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები. ერთ-ერთ შეხვედრაზე კარგად მახსოვს შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი არც გაიფიქროთ ეს აზრად და არც მიეკაროთ არავის. ასე რომ, ჩვენთან ნეპოტიზმი და ცალკე ვიღაცეებთან სირბილი, რაც ამათთან ძაან მიღებულია, პირად გამორჩენაზე ლაპარაკი გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მთავარი პრინციპი და მითუმეტეს, როცა საქმე ეხებოდა ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს საერთოდ გამორიცხული იყო. ვინც იმ წლებში ცხოვრობდა საქართველოში, თავის თავს ჰკითხოს, ვინე ოდესმე შეაწუხა ჩემმა ოჯახმა, პასუხი ნათელია და ესენი რასაც აკეთებენ, ესეც ყველამ იცის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტვ. “მთავარის” ეთერში