“ივანიშვილს წლების განმავლობაში ჰქონდა ახლო კომუნიკაცია ძველ მმართველ ძალასთან”

“ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ, ძველ მმართველ ძალასთან კომუნიკაციის თემაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილს წლების განმავლობაში ჰქონდა ახლო კომუნიკაცია ძველ მმართველ ძალასთან”. -ამის შესახებ  ექსპერტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
ღარიბაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ, ძველ მმართველ ძალასთან კომუნიკაციის თემაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ივანიშვილს წლების განმავლობაში ჰქონდა ახლო კომუნიკაცია ძველ მმართველ ძალასთან
ივანიშვილი მნიშვნელოვნად იყო “ნაციონალური მოძრაობის” ჩრდილოვანი მმართველი თუ არა, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირი წლების განმავლობაში. ივანიშვილს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა მერაბიშვილთან და ადეიშვილთან, შედარებით ნაკლები სააკაშვილთან. ივანიშვილი ძირითადად შუამავლებით ურთიერთობდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, ადეიშვილიც და მერაბიშვილიც “შუამავლების” როლს ასრულებდნენ, რომლებიც პირადად ურთიერთობდნენ ივანიშვილთან და საკმაოდ ახლო მეგობრობაც ჰქონდათ.
სხვათა შორის, ერთხელ, ბიძინასთან საუბრისას, როდესაც მასთან “ქართულ ოცნებას” ვაკრიტიკებდი და რაღაცეებზე კიდეც მეთანხმებოდა, ხუმრობით ვუთხარი, თქვენი ყველაზე ახლო “სულიერი შვილი” მიშა სააკაშვილი იყო მეთქი და ასე მგონია, ისიც და თქვენც ამას მტკივნეულად განიცდით, იმიტომ გაქვთ ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება მეთქი. არ მახსოვს, გაეღიმა თუ არა, მაგრამ მე კი მეღიმებოდა იმაზე, რასაც ვეუბნებოდი”.-წერს გამზარდია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share