ცნობილია თუ ვინ იქნება იმ პირველთაგანს შორის, ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ადამიანებს შორის რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველი გაიკეთებენ, ერთ-ერთი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძე იქნება.

ამის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“რიგების მართვის პორტალი ჩაირთო დღეს და პირველი დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანი თამარ გიორგაძე, რომელიც მუშაობს ჩვენთან ლუგარის ლაბორატორიაში. არის მეისტორიე ჩვენი ცენტრის და ორშაბათს როცა დავიწყებთ აცრებს ერთ-ერთი პირველი აიცრება”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share