“პლებისციტზე თანახმა ვართ, ოღონდ ერთი პირობით” – ბოკერია

როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ყველა პუნქტი შესრულდება, პარტია პლებისციტზე თანახმა იქნება.

“ჩვენი აზრით, ყველა სხვა საკითხი თუ წყდება, მელია თავისუფალია, რურუა თავისუფალია, საარჩევნო სისტემაზე, რეგულაციებზე, რა გზითაც გვჭირდება სვლა და რაც შეთავაზებებშია, სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც არის პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში იქაც ვიძვრით და დარჩა ეს საკვანძო სკითხი და აქ კომპრომისი გახდა აუცილებელი, რომ ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა ვადამდელი არჩენების ჩატარება, ამ ყველაფრის შეცვლის შემდეგ, დიახ ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებით”,-თქვა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კონსულტაციებს “ევროპული საქართველოს”, “ლელოს”, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “გირჩისა” და “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერებთან გამართა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ “ლეობორისტული”პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და “მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share