დღეს ნამახვანს და მექვენას ვესტუმრე. მექვენაში, მაკა სულაძეს, ძალიან ღირსეულ ქალს, თქვენთვის ,,რიონის ხეობის მცველად” ცნობილს, იმ სახლში, რომელიც ხუთი წლის წინ ხანძარმა იმსხვერპელა, პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ამასწინ შევიტყვე, რომ უთქვამს, ნეტავ აქაც ამოვიდესო და წამითაც არ მიფიქრია – ეს არის ჩემი მცირე, მაგრამ სიმბოლური მხარდაჭერა. დიდი მადლობა მაკას და მის საოცარ ოჯახს, ჩემთვის მოულოდნელი სიყვარულისთვის და დიდებული მასპინძლობისთვის.