Reuters, The Telegram, ABC News: საერთაშორისო მედია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე წერს

საერთაშორისო გამოცემები ზუგდიდის სპეცოპერაციას აშუქებენ. 

საერთაშორისო გამოცემა Reuters წერს სპეცოპერაციის დეტალებზე, სათაურით – შეირაღებული პირი მძევლად იყვანს 20 ადამიანს ქართულ ბანკში და ითხოვს 500 000$-ს.  როიტერსი ასევე წერს, რომ ტერორისტი იდენტიფიცირებული არ არის.

სპეცოპერაციაზე ცნობებს ავრეცლებს ფრანგული გამოცემა. ფრანგული სპუტნიკი კი “მთავარი არხის” ვიდეო მასალას აქვეყნებს, .

სპეცოპერაციის შესახებ წერს, ბრიტანული The Telegram-ი და The Guardian-ისტატიაში ნახსენებია, რომ გათავისუფლებული მძევლებიდან ერთი ფეხმძიმე ქალია.

ამერიკული ABC News – წერს, რომ “მთავარი არხი” ესაუბრა პირდაპირ ეთერში ერთერთ მძევალს, რომლის მეშვეობითაც გაირკვა რომ 19 ადამიანი იყო მძევლად აყვანილი.

usnews წერს, რომ მთავარი არხის მეშვეობით გააჟღერა გამტაცებელმა თავის მოთხოვნის შესახებ, სადაც ის 500 000$-ს ითხოვს, ასევე გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკონკრეტა რამდენი ადამიანი იყო მძევლად აყვანილი.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ კიდევ 2 მძევალი გათავისუფლდა.

ამ დრომდე  კი შენობაში 17 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. ის ნიღბითაა, სამხედრო ფორმა აცვია, თან აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share